Byილია ფალავანდიშვილი, writer at Creators.co

მოკლედ რომ გითხრათ, ახალი „კუ ნინძები“ სახეცვლილი „ტრანსფორმერებია“, ანუ მაიკლ ბეის კიდევ ერთი მცდელობა გამოავლინოს თავისი ნიჭი ჩვენი ბავშვობის საყვარელი გმირების გაფუჭებით.

შეიძლება გადამეტებული მოლოდინის ან ბავშობის სიყვარულის ბრალია, მაგრამ ფილმი თავიდან ბოლომდე საშინელებაა. კუ-ნინძების მახინჯი მოდელები ტრეილერებშივე ვნახეთ, მაგრამ ნამდვილად არ ველოდი სცენარის ასეთ სისუსტეს და დეტალების მიმართ ამხელა უყურადღებობას.

სცენარი ყველა სხვა ფილმის მარაზმების კრებულია, დაწყებული „თქვენ თავს უშველეთ, მე მათ დავაკავებ“-ით, დამთავრებული „შენ მამაჩემი მოკალი!“-ით. ფილმის პირველი ნაწილი, რომელშიც კუ-ნინძები არ ჩანან, მცდელობაა იყოს რაღაც სერიოზული ფილმის და ფრენჩაიზის შესავალი, მაგრამ შედეგად ვიღებთ კლიშე პერსონაჟებს, ასეთივე დიალოგებით. არაფერს ვიტყვი კუ-ნინძების წარმომავლობის

ძალიან საინტერესოა ზუსტად რისი მიღწევა სურდა ბეის ამის გადაღებით. ვინ არის ფილმის სეგმენტი? ჩვენ – ვინც კუ-ნინძების კომიქსებზე და ანიმაციურ ფილმებზე ვართ გაზრდილი თუ ახლანდელი ბავშვები? ვერცერთ მათგანს ფილმი ვერ მოვარგე. ძველ ფანებს მთლიანად შეცვლილი ისტორია არ მოსწონთ, ბავშვები კი ამ მახინჯ არსებებში საინტერესოს და გმირად წარმოსაჩენ პერსონაჟებს ნამდვილად ვერ ხედავენ. პრობლემა ზუსტად იგივეა, რაც „ტრანსფორმერებში“ – მაიკლ ბეი წარმატებულ ექშენ ფილმს ეძახის მხოლოდ ბათქა-ბუთქებს და მეგან ფოქსის ხორცების გაერთიანებას.

იუმორი? რაღაც საოცარი. ალბათ მარტო გადამღები ჯგუფი იცინის ხუმრობებზე, ისიც იმიტომ რომ ხელფასს უხდიან.

პროექტის მიმართ აბსოლუტურად არასწორე მიდგომა ჩავარდნის მთავარი მიზეზია, ვერ ვიხსენებ რაიმე მიზეზს, რაზეც შემიძლია თქვა რომ კარგი თუ არა, ნორმალური მაინც იყო. არ აჩვენოთ ბავშვებს ფილმი, ისინი აუცილებლად დაგცინებენ და გეტყვიან რომ ცუდი ბავშვობა გქონდათ, თქვენ კი მხოლოდ იმიტომ უნდა ნახოთ, რომ გაიგოთ რა დამართეს თქვენი ბავშვობის საყვარელ გმირებს.

WYARO:ALLMOVIES.GE (OFFICIALY,VERIFI)

Trending

Latest from our Creators