ByArchil Taniyan, writer at Creators.co
Flash

რამოდენიმე დღის წინ Paramount Pictures-მა ოფიციალურად გამოაქვეყნა სიახლე ტრანსფორმერების 3 ახალი ფილმის შესახებ. 3 ახალი ფილმი მიყოლებით 2017 წლიდან დაიწყება და 2019 წელს დასრულდება...

ტრანსფორმერები 5- 23 ივნისი, 2017 წელი

ტრანსფორმერები 6- 8 ივნისი, 2018 წელი

ტრანსფორმერები 7- 28 ივნისი, 2019 წელი

ტრანსფორმერების ტრილოგიამ 2007 წლიდან 2011 წლამდე გასტანა, მეოთხე ფილმი "გადაშენების ხანა" კი 2014 წლის ივნისში გამოვიდა. მაიკლ ბეი ოფიციალურად დაამტკიცეს ტრანსფორმერები 5-ის რეჟისორად, მაგრამ მე-6 და მე-7 ნაწილის რეჟისორი დღეს-დღეობით უცნობია. მაიკლ ბეიმ განაცხადა რომ მეხუთე ნაწილი მისი საბოლოო კინო იქნება... ასევე თქვა რომ 3 წელიწადში 3 კინოს გამოშვება ძნელი იქნება... შესაძლოა რეჟისორი თავს ამიტომაც არიდებს მე-6 და მე-7 ნაწილს. კომპანია "ჰასბრომ" რომელიც ტრანსფორმერების შემქნელია მიზანი დასახა რომ ბოლო ათ წელიწადში ამ 3 ფილმზე არ შეჩერდება და მერვესაც მოითხოვს, ტრანსფორმერები 8-ის გამოსვლის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია...


ამიტომ, ყველა ტრანსფორმერების მოყვარული უნდა დაველოდოთ 2017 წელს, საინტერესოა თუ ამ სამ წელიწადში რას შემოგვთავაზებს Paramount Pictures.

Poll

გაამართლებს თუ არა ტრანსფორმერების მომდევნო სამი ნაწილი?

Trending

Latest from our Creators